ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 180 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 22 პირს.

ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 94 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 314 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 643 ინფიცირებული პაციენტი.