ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 234 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 21 მათგანს.

ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდცენტრში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 952 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 203 და გამოჯანმრთელდა 12 400 პაციენტი.

დატოვე კომენტარი