ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 193 ადამიანს. მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20 ადამიანს. ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 108 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 700 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 195 და გამოჯანმრთელდა 12 017 კოვიდინფიცირებული პაციენტი.