ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 208 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 19 პირს.

ხუთ კოვიდცენტრში 56 პაციენტი რჩება, რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 861 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 202 და გამოჯანმრთელდა 12 387 კოვიდინფიცირებული პაციენტი.