ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 528 ადამიანს, 179 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 245 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 142 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 7 506. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევა დაფიქსირდა.