ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 585 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 141 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 205 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი – 57 და 67 წლის მამაკაცები.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 323 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 131 პაციენტი გარდაიცვალა, 7 187ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.