ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

21:25, 01.08.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ს შეადგენს. აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

26 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მსგავსი