ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 514 ადამიანს, 109 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 283 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 984 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 898 ადამიანი, 156 კი გარდაიცვალა.