ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 457 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 109 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 223 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი. სულ კორონავირუსით 93 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 5 096. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 924 შეადგენს.