ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ცხრა ადამიანს დაუდასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ცხრა ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს, ვირუსი ცხრა  ადამიანს დაუდასტურდა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 37 გამოჯანმრთელდა. 36 ინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები საკუთარ სახლში აგრძელებენ მკურნალობას.

ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი