ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახური აქრობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახური აქრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის ქრობაში რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურია ჩართული.

როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლი 11 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ამის გამო, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონში თვითმფრინავი ამფიბია და ვერტმფრენი გაგზავნა.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, აფხაზეთის მთებში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. ცეცხლი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სწრაფად გავრცელდა.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რუსული ტექნიკით ხანძარს სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში ებრძვიან. მათივე ცნობით, ფსხუ-გუმისთის ნაკრძალში ცეცხლის ჩაქრობა უკვე მოხერხდა.

რუსული მედიის ცნობით, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო სოხუმში, გაგრაში, გუდაუთასა და ახალ ათონში კვამლი გავრცელდა.