ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ხუთის შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხუთივეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების სულ 44 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 37 უკვე განიკურნა. ვირუსს მხოლოდ ერთი პაციენტი, 95 წლის ქალი ემსხვერპლა.