ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რაიონის სოფელ საბერიოში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე 1968 წელს დაბადებული ალექსანდრე კაპანაძე გალის რაიონის სოფელ საბერიოში ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, ალექსანდრე კაპანაძეს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ის გალის იზოლატორშია გადაყვანილი.