ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი.

ე.წ. ცესკო-მ მიმართა თხოვნით „ჩერნომორენერგოს“, რომ ე.წ არჩევნების დღეს ელექტროენერგია არ გათიშონ. მათივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო „კენჭისყრაში” 123 ადამიანი მონაწილეობს.