ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია.

მანამდე, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ე.წ. დეპუტატი – კან კვარჭია და ვახტანგ გოლანძია დაშავდნენ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც მედიას ე.წ. შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რობერტ კიუტმა განუცხადა, „სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგურ ხარაზია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ადგილობრივი მედია წერს, რომ „დეპუტატები მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ, რომლის დროსაც, ადგურ ხარაქზიასა და კან კვარჭიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა , მოგვიანებით ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჭიას ესროლა. რაც შეეხება დაღუპულ ვახტანგ გოლანძიას, ის კოლეგების გაშველებას ცდილობდა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტში სროლა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.