მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ორი „დეპუტატი“, რომლებიც რეანიმაციაში არიან მოთავსებული.