ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერებმა აქცია შეწყვიტეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერებმა აქცია შეწყვიტეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ და ე.წ. ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. როგორც უკვე ცნობილია, თავდაპირველად არჩევნები 21 ივლისს იყო დაგეგმილი.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ე.წ. ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას ოჯახი ე.წ. არჩევნების ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ოპოზიციონერი ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას შეძლებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ უვადო აქციის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომაზე გადადებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეები კი არჩევნების გადადებას ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდნენ. ე.წ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ე.წ. ოპოზიციამ ორდღიანი დემონსტრაციების დასრულების შესახებ განაცხადა.