ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ე.წ. არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ე.წ. არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგები ასეთია: ბადრა გუნბა – 46%, ადგურ არძინბა – 37%, რობერტ არშბა – 7%, ოლეგ ბარციცი – 4%, ადგურ ხურხუმალი – 1%.