ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია მონაწილეობას აღარ მიიღებს
ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია მონაწილეობას აღარ მიიღებს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბჟანიას განცხადება ე.წ. სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ასლან ბჟანიას განკურნების პროცესი არ დასრულებულა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გერმანელი სპეციალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

განცხადების თანახმად, ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა და გერმანიაში მკურნალობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ბჟანიამ მომხრეებს არჩევნებზე კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ალხას კვიცინიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ასლან ბჟანიას თანაპარტიელები და ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკოსი სავარაუდოდ მოწამლეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დაგეგმილი.