ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19:35, 19.08.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 19 პირს დაუდგინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 221-ს შეადგენს. მათგან 80 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

მსგავსი