ოკუპირებულ აფხაზეთში ადასტურებენ, რომ აფხაზეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა შეაღწია
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეჟიმი ადასტურებს აფხაზეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო აპარატების შეღწევას.
საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებების თანახმად, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ბადრა გუნბა ე.წ. მთავრობის წევრებს შეხვდა და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რუსეთის სასაზღვრო სამსახურსა და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზასთან ურთიერთქმედების გაძლიერება დაავალა.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედებით ოკუპირებული აფხაზეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის საკითხი.