ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთთან „ერთიან სოციალ-ეკონომიკურ სივრცეს“ ორ-სამ წელიწადში შექმნიან
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთთან „ერთიან სოციალ-ეკონომიკურ სივრცეს“ ორ-სამ წელიწადში შექმნიან

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთთან „ერთიან სოციალ-ეკონომიკურ სივრცეს“ ორ-სამ წელიწადში შექმნიან. ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა.

განცხადებაში წერია, რომ „რუსეთთან ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის შექმნისთვის აუცილებელი ნაბიჯები და გეგმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრის შემდეგ გაწერეს.

„ეს დოკუმენტი გახლავთ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების ლოგიკური გაგრძელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი