ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ

რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ. ეს ინფორმაცია ზაზა გახელაძის ოჯახს წითელი ჯვრიდან მიაწოდეს. ოჯახის წერილობითი მიმართვის შემდეგ, წითელი ჯვრის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს გუშინ, საღამოს შეხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქესთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ ინფორმაციას ორგანიზაცია ოჯახს მიაწოდებს.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი დღის წინ, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი.