ოკუპაციის გასაპროტესტებლად, მცხეთიდან სოფელ ატოცამდე ავტომსვლელობა იმართება [ფოტო]
ოკუპაციის გასაპროტესტებლად, მცხეთიდან სოფელ ატოცამდე ავტომსვლელობა იმართება [ფოტო]

საქართველოს მოქალაქეები მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ავტომობილების კოლონა თბილისიდან მცხეთაში ჩავიდა. მცხეთიდან ავტოკოლონა ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმართულებით გაემართა.

ავტოკოლონის შეკრებისა და მსვლელობის ორგანიზატორი დავით ქაცარავაა, რომელიც ატოცში იმყოფება. ქაცარავას თქმით, ოკუპაციას ყველანი ერთად სწორედ სოფელ ატოცში გააპროტესტებენ.

მოქალაქეების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ავტოკოლონის მსვლელობა მოეწყოთ, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, რომ საქართველო ოკუპაციას არ შეეგუება.

მანქანებს საქართველოს დროშები აქვთ დამაგრებული და მაგისტრალის გავლით ამ წუთებში სოფელ ატოცისკენ მიემართებიან.