საჩოგბურთო ტურნირი ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში 2021 წელს არ გაიმართება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
როგორც ტურნირის დირექტორმა კარლ ბაჯმა განაცხადა, ორგანიზატორებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ ტურნირი ჩაეტარებინათ, მაგრამ ეს ამოცანა შეუსრულებელი აღმოჩნდა კარანტინისა და სხვა შეზღუდვების გამო, რომელიც ახალი ზელანდიის მთავრობამ დააწესა.
როგორც წესი, ოკლენდის ტურნირით იხსნება ყოველი ახალი სეზონი. წელს, მამაკაცებს შორის იქ ფრანგმა უგო უმბერმა გაიმარჯვა, ქალებში კი ამერიკელმა სერენა უილიამსმა მოიპოვა მთავარი პრიზი.