ოკლენდის რკინიგზის სადგურზე გამნაღმველებმა ორი ზურგჩანთა ააფეთქეს
ოკლენდის რკინიგზის სადგურზე გამნაღმველებმა ორი ზურგჩანთა ააფეთქეს

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის რკინიგზის სადგურზე პოლიციამ ორი საეჭვო ზურგჩანთა აღმოაჩინა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. მათ საეჭვო ზუგჩანთები აფეთქებით გააუვნებელყვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიტომარტის სადგური ამჟამად დახურულია. ადგილზე პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, ორივე მეჩეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.