„ოკლაჰომამ“ „დალასი“ იოლად დაამარცხა
„ოკლაჰომამ“ „დალასი“ იოლად დაამარცხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ დამარცხების შემდეგ „ოკლაჰომა სიტიმ“ რიგით მეორე გამარჯვება იზეიმა. „სანდერმა“ საკუთარ არენაზე „დალას მავერიკსი“ 112-99 დაამარცხა.

ბილი დონოვანის გუნდში ყველაზე შედეგიანი 37 ქულით პოლ ჯორჯი გამოდგა. რას ვესტბრუკის ანგარიშზე 27 ქულაა. კარმელო ენტონის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დალასელთა რიგებში კი, 22 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰარისონ ბარნსმა გაიფორმა. მორიგი, ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა “ჰიუსტონ როკეთსმა”.

ტეხასელებმა ამჯერად “ინდიანა პეისერსი” 118-95 დაამარცხეს. ჯეიმს ჰარდენმა მატჩი 26 ქულით დაასრულა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი “ინდიანას” უკანახაზელი ვიქტორ ოლადიპო გამოდგა, რომელმაც 28 ქულის დაგროვება შეძლო.