ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა
ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.

დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდისა და „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.