დეა გოშხეთელიანი, რომელიც მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს
დეა გოშხეთელიანი, რომელიც მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

დეა გოშხეთელიანი, რომელიც მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

გოშხეთელიანის თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით, ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.

გოშხეთელიანი შიშობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. გოშხეთელიანი შესაბამის უწყებებს სთხოვს, მომხდარი დროულად და სამართლიანად გამოიძიონ.

„ოთხჯერ გადაიდო სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. დაცვის მხარე აჭიანურებს სხვადასხვა მიზეზით პროცესს. ჩემი ყოფილი მამამთილი დამემუქრა, რომ ყველა გავლენას გამოიყენებდა იმისთვის, რომ მინიმალური სასჯელით დატოვოს ციხე ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ასეც ხდება. ვთხოვ შესაბამის უწყებებს, სენსიტიურად მიუდგნენ ჩემს პრობლემას და დროულად, სამართლიანად გამოიძიონ მომხდარი” – აღნიშნა გოშხეთელიანმა.

დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი