ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

​საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. დედის თქმით, შვილს ტელეფონით ხშირად ესაუბრებოდა და მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომლის გამოც თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.