ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.