ოჯახის ინფორმაციით, ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ოჯახის ინფორმაციით, ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ლატვიაში საქართველოს მოქალაქე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. გია გიორგაძე თელავიდან იყო. 52 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მათი თქმით, მამაკაცს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსის გადატანა ვერ შეძლო.

გია გიორგაძე ლატვიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა და უცხოეთში გაემგზავრა.

ოჯახის ინფორმაციით, მათთან აქტიურ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.

დატოვე კომენტარი