ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი
ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი

ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედის ცნობით, ვენსის სახლზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა, დაკავებულია ერთი პირი.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მომხდარის დროს რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საიდუმლო სამსახურის მიერ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი ცინცინატის პოლიციაში გადაიყვანეს.