ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლისას სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა
ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლისას სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა

ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია მიმდინარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ამოწმებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. ის მძიმედ არის დაჭრილი, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მათ სულ მცირე 15 გასროლის ხმა გაიგეს.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.