საქართველოს დღესასწაული აზერბაიჯანისთვისაც დღესასწაულია, მთელი გულით გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერმა ოგტაი ასადოვმა განაცხადა.
როგორც ოგტაი ასადოვმა აღნიშნა, საქართველო აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანაა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„მთელი გულით გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას. ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა ოგტაი ასადოვმა, რომელიც დღეს, თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.