OGP გლობალური სამიტის მიმდინარეობის გამო, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
OGP გლობალური სამიტის მიმდინარეობის გამო, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდვა წესდება.

„სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი „ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.

ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ავტოტრანპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, – აცხადებენ შსს-ში.