ოფროუდ ტროფი სპრინტში საქართველოს 2018 წლის ღია ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა [ფოტო]
ოფროუდ ტროფი სპრინტში საქართველოს 2018 წლის ღია ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა [ფოტო]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 2018 წლის ღია ჩემპიონატის მესამე ეტაპი ოფროუდ ტროფი სპრინტში გაიმართა.

დასკვნით ეტაპზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოფროუდ ტროფი სპტინტ-ის საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი C1 კატეგორიაში პილოტი გრიგოლ მშვენიარაძე და მისი შტურმანი შოთა მაჭარაშვილი გახდნენ. მეორე ადგილი კი პილოტმა ირაკლი ბერაძემ და შტურმანამა ნიკო ჯობავამ დაიკავა.

რაც შეეხება C2 კატეგორიას, აქ ჩემპიონობა პილოტ ნიკოლოზ თურმანიძესა და შტურმან პაატა მდინარაძეს ერგო. მეორე ადგილი დაიკავეს პილოტმა გიორგი დევაძემ და მისმა შტურმანმა ნუგზარ ნაგერვაძემ. მესამე ადგილზე კი პილოტი ირაკლი ქათამაძე და შტურმანი ნიკა ლეონიძე გავიდნენ.

ჩემპიონატი გაიმართა C3 კატეგორიაში. აქ პირველი ადგილი პილოტმა დავით დობორჯგინიძემ და მისმა შტურმანმა ბექა ჟღენტმა დაიკავეს. მეორე ადგილოსნები პილოტი თეიმურაზ წულაძე და შტურმანი დავით კახიძე არიან. მესამე ადგილი კი პილოტ მირზა ნაკაშიძეს და შტურმან სულხან კონცელიძეს ერგო.

ოფროუდ ტროფი სპრინტში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. სპორტული ღონისძიება თბილისის მერიის და კერძო სექტორის ხელშეწყობით ჩატარდა. ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.