ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა

12:45, 23.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

​საქართველოში კორონავირუსის ​სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია რვა პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

მსგავსი