ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 831 815 აცრაა ჩატარებული, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 831 815 აცრაა ჩატარებული, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი

17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 831 815 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი.

რაც შეეხება აცრის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ჩატარდა 9, 868 აცრა, აჭარაში – 3 881, იმერეთში – 3, 232, შიდა ქართლში – 1 535, ქვემო ქართლში – 983, გურიაში აიცრა 625 პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა 1,993 აცრა, მცხეთა-მთიანეთში აიცრა – 673, კახეთში – 1, 428, სამცხე-ჯავახეთში – 698, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში – 167.