ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

20:50, 07.03.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.  ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

მონაცემები საიტზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 69.

მსგავსი