ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 340 062​ აცრაა ჩატარებული, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 340 062​ აცრაა ჩატარებული, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 340 062 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი.

ამასთან, ერთი დოზით აცრილია 850 868 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 498 194, რაც მოზრდილი მოსახლეობის 17.1 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული.