ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 285 742​ აცრაა ჩატარებული, 3 სექტემბერს აიცრა 25 670 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 285 742​ აცრაა ჩატარებული, 3 სექტემბერს აიცრა 25 670 პირი

4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 285 742 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 3 სექტემბერს აიცრა 25 670 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 831 256 ადამიანი,რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.1 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 454 486, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.9 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის  2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 695 პაციენტი. გარდაიცვალა 83 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი