ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 210 746​ აცრაა ჩატარებული, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 210 746​ აცრაა ჩატარებული, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 პირი

პირველი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 210 746 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 802 083 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.1 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 408 663, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3 პროცენტია.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი. გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.