ოფიციალური მონაცემებით, ძლიერი სიცხის გამო ესპანეთში 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში სიცხის ტალღის შედეგად სულ მცირე 1 028 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2025 წლის ივნისის მონაცემებს. ასევე, 2015 წლის შემდეგ ეს ივნისის თვეში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სიცხის პიკის პერიოდში, 23 ივნისს, დაახლოებით 35.7 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73% ჯანმრთელობის რისკის ქვეშ აღმოჩნდა.
ევროპის მასშტაბით გავრცელებული სიცხის ტალღა, მეცნიერების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ისტორიაში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში, ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.
ამასთან, პორტუგალია მოსახლეობას ახალი სიცხის ტალღის შესახებ აფრთხილებს. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რეგიონებში „წითელი“ დონის გაფრთხილება გამოაცხადა, ხოლო ლისაბონში ტემპერატურა შესაძლოა, 40 გრადუსამდე გაიზარდოს.
მომდევნო დღეებში მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, გავრცელდეს ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ნაწილებში.