ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინელი დიპლომატების გაძევება პოლიტპატიმრების საქმეს არ გაართულებს
ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინელი დიპლომატების გაძევება პოლიტპატიმრების საქმეს არ გაართულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან 13 უკრაინელი დიპლომატის გაძევება რუსეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქეების საქმეს არ გაართულებს. საუბარია იმ პირებზე, ძირითადად სამხედროებზე, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს და რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან სასჯელს.

„რუსეთში ამ დროისთვის რჩება უკრაინის კონსული, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინელი პოლიტპატიმრების უფლებების დაცვას და სასამართლო პროცესზე ამ პირებს ადვოკატებს მიუჩენს“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის მთავრობამ უკრაინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას ანალოგიური ზომებით უპასუხა, – რუსეთის საგარეო უწყებამ ქვეყანა 13 უკრაინელ დიპლომატს დაატოვებინა.