ოფიციალური ინფორმაციით,  „ემ ბი სი“-ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული
ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სი“-ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული

წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“-ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული.

ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

დატოვე კომენტარი