ოფიციალური ბაქო არ გამორიცხავს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის შესაძლებლობას
ოფიციალური ბაქო არ გამორიცხავს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს სასარგებლოდ მიაჩნია პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნომრალიზების საკითხების განხილვა.
აბდულაევას განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია, სერიოზული ყურადღება მიექცეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას. მისი თქმით, კომუნიკაციების გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამ და საზღვრების დელიმიტირებამ, შეიძლება შექმნას ჯანსაღი საფუძველი კონსტრუქციული წინსვლისთვის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის აღდგენის საქმეში.
ლეილა აბდულაევამ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის და უთანხმოებების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით ამჯობინებს.