ოფიციალურად – ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებიდან დაითხოვეს #1TVSPORT

20:30, 09.10.2026

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა.

52 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თურქეთის ნაკრებმა ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი წააგო, მათ შორის, ზედიზედ ოთხი მატჩი დათმო. ამ ოთხ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 11 ბურთი მიიღო.

ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებს სათავეში 2023 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდს 40 მატჩში უხელმძღვანელა. მისი მწვრთნელობის პერიოდში თურქეთმა როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მონტელას ხელმძღვანელობით ნაკრებმა 21 შეხვედრაში გაიმარჯვა, ხუთჯერ ფრედ ითამაშა და 14-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი