ოფიციალურად - უეფა-მ ევროტურნირების ახალი ფორმატი შეიმუშავა #1TVSPORT
ოფიციალურად - უეფა-მ ევროტურნირების ახალი ფორმატი შეიმუშავა #1TVSPORT

უეფა-მ ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც 2024-2025 წლების სეზონიდან ამოქმედდება. ახალ ფორმატში გამოყენებული იქნება „შვეიცარიული სისტემა“.

ჩემპიონთა ლიგაზე კლუბების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ერთი დამატებითი ადგილი ერგება გუნდს, რომელიც მესამე ადგილს დაიკავებს ევროპის რანგით მეხუთე ჩემპიონატში. ასევე, ერთ ადგილს მიიღებს ჩემპიონი ერთ-ერთი ლიგიდან, რომლის გამარჯვებული ადრე პირდაპირ ვერ გადიოდა ლიგაზე.

კიდევ ორ ადგილს მიიღებს ორი ქვეყანა, რომლის კლუბები საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ შარშანდელი სეზონის შედეგების მიხედვით.

ახალ ლიგაზე არ იქნება ჯგუფური ეტაპი. ყველა გუნდი ერთ საერთო ცხრილს შეადგენს. თითოეული კლუბი მინიმუმ რვა მატჩს ჩატარებს – რვა სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ (ოთხი მატჩი შინ, ოთხი – სტუმრად).

გუნდები, რომლებიც რვა ტურის შემდეგ საერთო ცხრილში პირველ რვა ადგილს დაიკავებენ, პირდაპირ გავლენ მერვედფინალში, ხოლო გუნდები, რომლებიც მეცხრედან 24-ე ადგილებს დაიკავებენ, რვა წყვილს შეადგენენ და ორმატჩიან პლეიოფს ითამაშებენ. წყვილებში მოგებულები მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

ასეთივე ფორმატით ჩატარდება ევროპის ლიგა (რვა-რვა მატჩი ჯგუფში) და კონფერენციის ლიგა (ექვს-ექვსი მატჩი ჯგუფში). ამ ტურნირებზეც 36-36 გუნდი ითამაშებს.