ოფიციალურად - სტეფან ლიხტშტაინერმა კარიერა დაასრულა
ოფიციალურად - სტეფან ლიხტშტაინერმა კარიერა დაასრულა

36 წლის შვეიცარიელმა მცველმა, სტეფან ლიხტშტაინერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„რამდენიმე კვირიანი ფიქრის შემდეგ, სათამაშო კარიერა დავასრულე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო დაუჯერებელი ემოციებისთვის, რომელიც ერთად განვიცადეთ. ვამაყობ იმ გზით, რომელიც ერთად გავიარეთ – დაწყებული „გრასჰოპერსით“, გაგრძელებული „ლილით“, „ლაციოთი“, „იუვენტუსით“, „არსენალით“ და დამთავრებული „აუგსბურგით“ და რა თქმა უნდა, ნაკრებში გატარებული წლები. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – დაწერა ლიხტშტაინერმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

თავისი საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი შვეიცარიელმა „იუვენტუსში“ გაატარა. ამ გუნდის რიგებში შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. მის ანგარიშზე შვეიცარიის ნაკრებში 108 მატჩი და რვა გოლია. 2015 წელს, შვეიცარიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.